imedi /  19 მარტი 2017, 01:03 / სანდო წყარო

საეჭვო პაკეტის გამო ლარნაკას აეროპორტიდან მგზავრთა ევაკუაცია მოხდა

ლარნაკას აეროპორტი

საეჭვო პაკეტის გამო, კვიპროსში, ლარნაკას აეროპორტიდან მგზავრებისა და აეროპორტის თანამშრომლების ევაკაუაცია დაიწყო.

ადგილობრივი გამოცემა - kathimerini.com იუწყება, რომ წებოვანი ლენტით შეკრული პაკეტი გამგზავრების დარბაზში, ისრაელის ავიახაზების სტენდთან აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის აეროპორტში პოლიციის დამატებითი შემადგენლობაა მობილიზებული. შენობას ამოწმებენ გამნაღმველებიც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები ()