imedi /  19 მარტი 2017, 14:08 / სანდო წყარო

ახალი ზელანდიიდან ამერიკელი დიპლომატი გააძევეს

ახალი ზელანდიიდან ამერიკელი დიპლომატი გააძევეს, ის დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. იუწყება The Guardian. გავრცელებული ინფორმაციით, მან ინციდენტის ადგილი მანამ დატოვა, ვიდრე იქ სამართალდამცავები მივიდოდნენ. კონკრეტულად რაში სდებენ დიპლომატს ბრალს, უცნობია. თუ ბრალი დაუმტკიცდა, 1 წლით თავისუფლების აღკეთა ელის.

ახალი ზელანდიის საგარეო უწყებამ მისი ქვეყნიდან გაძევება მოითხოვა. როგორც გამოცემა იუწყება ინციდენტის დროს მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი და თვალი ჩალურჯებული. 

კომენტარები ()