imedi /  19 მარტი 2017, 16:02 / სანდო წყარო

თეთრი სახლი: ტრამპმა მერკელის თხოვნა ხელის ჩამორთმევაზე ვერ გაიგო

თეთრი სახლის სპიკერმა შონ სპაისერმა განმარტა, თუ რატომ არ ჩამოართვა ხელი დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ოვალურ კაბინეტში, - წერს Spiegel-ი.

"ვფიქრობ, რომ მან უბრალოდ ვერ გაიგო რა სთხოვეს", - თქვა საპისერმა და სიტუაცია გაუგებრობით ახსნა.

თეთრ სახლში ფოტოსესიის დროს ჟურნალისტებმა ამერიკის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს სთხოვეს ერთმანეთისთვის ხელი ჩამოერთვათ. "ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ შეგვიძლია ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს", - მიმართა მერკელმა ტრამპს, მაგრამ ამ უკანასკნელს კანცლერის რეპლიკაზე რეაქცია არ ჰქონია. მედიის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტრამპმა შეგნებულად არ ჩამოართვა ხელი კანცლერს, რისთვისაც მკაცრად გააკრიტიკა.

თავად ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ მერკელთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა. ხოლო Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც გერმანიის კანცლერს ხელს ართმევს.
 

 

 

გერმანიის კანცლერის და აშშ-ის პრეზიდენტის შეხვედრა 17 მარტს, თეთრ სახლში გაიმართა. 

კომენტარები ()