imedi /  19 მარტი 2017, 16:37 / სანდო წყარო

2 ფრანგ ჟურნალისტს ინდონეზია დაატოვებინეს

Jakarta Post-ის ცნობით, ინდონეზიის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ორი ფრანგი ჟურნალისტი გააძევა. როგორც ირკვევა ჟურნალისტების დეპორტაციის მიზეზი სავიზო რეჟიმის დარღვევაა.

ჟურნალისტები ჟან ფრან პიერი და ბაზილ მარი ლონგჰემი ინდონეზიის პროვინცია პაპუაში, ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.

პაპუას პროვინცია ცნობილია ბიომრავალფეროვნებით. თუმცა ამ არეალში სეპარატისტული განწყობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობაც ცხოვრობს, რომელთან გასაუბრების უფლებაც ფრანგ ჟურნალისტებს ინდონეზიის ხელისუფლებისგან მიღებული არ ჰქონდათ. 

საიმიგრაციო სამსახურის განცხადებით, ჟურნალისტებს კანონი არ დაურღვევიათ, მაგრამ მათ ხელისუფლებასთან უნდა შეეთანხმებინათ საკუთარი გადაწყვეტილება.

ინდონეზიის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 

კომენტარები ()