imedi /  20 მარტი 2017, 11:15 / სანდო წყარო

ტრამპის რეიტინგი მინიმუმამდე დაეცა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი, მისი ინაუგურაციის შემდეგ, რეკორდულ დონეზე დაეცა,- ამის შესახებ კომპანია Gallup-ის გამოკითხვის შედეგებით გახდა ცნობილი.

დონალდ ტრამპის საქმიანობას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 37% უჭერს. გამოკითხულთა 58% პროცენტი აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილოა. აშშ-ის პრეზიდენტის დაბალი რეიტინგის ტენდენცია მისი პრეზიდენტობის პირველ თვეებში დაიწყო.

თებერვლის ბოლოს, NBC News-ისა და Wall Street Journal-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ტრამპის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 44 % აფასებდა, ხოლო გამოკითხულთა 48 % მხარს არ უჭერდა. 

ამერიკელების დაახლოებით ერთ მესამედს სჯეროდა, რომ დონალდ ტრამპი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე მოვალეობებს ვერ გაუმკლავდებოდა.

კომენტარები ()