imedi /  20 მარტი 2017, 12:04 / სანდო წყარო

იაპონია კურილის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებით შეშფოთებულია

სინძო აბე

იაპონიის თავდაცვის სამინისტრო კურილის კუნძულებზე რუსეთის სამხედრო ძალების რაოდენობის ზრდით შეშფოთებულია. Voice of America-ს ცნობით, ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა, ტომამი ინადამ თავის რუს კოლეგა, სერგეი შოიგუსთან ტოკიოში შეხვედრისას განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, იაპონიაში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა რეგიონის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

ერთმანეთს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და მისი კოლეგა ფუმიო კიშიდაც შეხვდნენ. შეხვედრისას ლავროვი და კიშიდაც შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება. მხარეები ასევე იმედოვნებენ, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები გადაიჭრება.

შეხვედრისას გადაწყდა, რომ პრემიერმინისტრი სინძო აბე რუსეთში ვლადიმერ პუტინის შესახვედრად აპრილში ჩაფრინდება. „გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა დავაჩქაროთ“ - თქვა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი 2017 წელს კურილიის კუნძულებზე სამხედრო დივიზიის განლაგებას გეგმავდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ, იაპონიის მთავრობამ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. იაპონიის მთავრობის განცხადებით, კურილის კუნძულებზე რუსული არმიის გაძლიერება იაპონური მხარის პოზიციისთვის "შეუთავსებელია".

კომენტარები ()