imedi /  20 მარტი 2017, 15:07 / სანდო წყარო

ლუკაშენკო ნატოს ბელარუსში პატიჟებს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მიაჩნია, რომ ნატოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც დამკვირვებლები, უნდა დაესწრონ რუსულ-ბელარუსულ წვრთნებს "დასავლეთი 2017", რომელიც ბელარუსში შემოდგომაზე ჩატარდება.  

ლუკაშენკოს თქმით, დაგეგმილი წვრთნები გამჭვირვალეა და მინსკს და მოსკოვს დასამალი არაფერი აქვთ. 

"თუკი ნატოელებს უნდათ ჩვენს წვრთნებზე დასწრება, მობრძანდნენ. მით უფრო რომ, მათგან ასეთ ცნობებს და სიგნალებს უკვე ვიღებ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
 

კომენტარები ()