imedi /  20 მარტი 2017, 16:31 / სანდო წყარო

უკრაინამ ხუთ ევროპელ დეპუტატს სანქციები დაუწესა

იალტა
ყირიმი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იმ დეპუტატებზე მიიღო, რომლებიც 19 მარტს ყირიმში სამდღიანი ვიზიტით ჩავიდნენ.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ განაცხადა.

„ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან სერბეთის ოთხი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნულ პირებს 5 წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 მარტს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ტურჩინოვმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ევროპელი და სხვა ქვეყნების პოლიტიკოსების სიას მოამზადებს, რომლებიც ყირიმს ეწვიენ და რომელთა მიმართებაშიც სანქციები იქნება გამოყენებული. 

კომენტარები ()