imedi /  20 მარტი 2017, 18:18 / სანდო წყარო

სერბეთის წინასაარჩევნო რეიტინგებში პაროდისტი მეორე ადგილზეა

ბელგრადი,
სერბეთი

სააგენტო Ipsos strategic management-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, სერბეთის საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებში მეორე ადგილზე პოლიტიკოსი-პაროდისტი ლუკა მაქსიმოვიჩია, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ლიუბიშ პრელეტაჩევიჩ ბელი. პირველ ადგილზე სერბეთის პრემიერმინისტრი ალექსანდრ ვუვიჩია. გამოკითხვა, 16-18 მარტს, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა, მასში სერბეთის 1,5 ათასი, სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა.

სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. ადგილობრივ ცესკოში რეგისტრირებულია 11 კანდიდატი.

ვუვიჩს გამოკითხულთა ნახევარზე მეტი, 53 % უჭერს მხარს, ლუკა მაქსიმოვიჩს - 11%.  დანარჩენი კანდიდატების მხარდაჭერის რეიტინგი ასე გამოიყურება: სერბეთის ყოფილი ომბუდსმენი საშა იანკოვიჩი - 10,6%, სერბეთის რადიკალური პარტიის ლიდერი ვოისლავ შეშელი - 8,7%, შსს-ს ყოფილი მინისტრი და გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი მდივანი ვუკ ერემიჩი - 6,9%. კიდევ 6 კანდიდატის რეიტინგი 4%-ზე დაბალია. ​

სერბეთის პრემიერმინისტრი და "პროგრესული პარტიის" ლიდერი ალექსანდრ ვუვიჩი საპრეზიდენტო კანდიდატად ყველაზე ადრე დარეგისტრირდა. ვუვიჩის კანდიდატურას, მისი პარტიის გარდა, მხარს უჭერენ მმართველი კოალიციის სხვა პარტიებიც.

სერბეთის პრეზიდენტს 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით ირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი 2012 წელს აირჩიეს. ისიც "სერბეთის პროგრესული პარტიის" კანდიდატი იყო. წელს მან არჩევნებში მონაწილეობზე უარი თქვა.

კომენტარები ()