imedi /  20 მარტი 2017, 18:40 / სანდო წყარო

სუდანში ავაკატასტროფას სავარაუდოდ ყველა მგზავრი ემსხვერპლა

სამხრეთ სუდანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ პორტალი Airlive-ი იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 44-ვე მგზავრი დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ავიაკატასტროფის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

ავარია ქალაქ ვაუს აეროპორტში მოხდა. სოციალურ ქსელ Twitter-ით თვითმხილველებმა კატასტროფის ამსახველი ფოტოები გაავრცელეს.

 

 

 

კომენტარები ()