imedi /  20 მარტი 2017, 19:41 / სანდო წყარო

ტერორისტული დაჯგუფების 6 ლიდერი მოკლულია. ვიდეო

ერაყის ქალაქ მოსულში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 6 ლიდერი ამერიკული საჰაერო დარტყმის შემდეგ დაიღუპა. ვიდეოს LiveLeak-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დარტყმა 10 მარტს განხორციელდა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ 10 დღის შემდეგ გახდა საჯარო. 

ერაყის სამხედრო უწყების ცნობით, ყველა მოკლული ლიდერი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეები არიან. კერძოდ მოკლულია, რუსი, ფრანგი, თურქი და 3 მაროკოელი.

მოსული - ერაყის უდიდესი ქალაქი და „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრიმისტი დასავლეთ რეგიონში ისევ იმყოფება.

 

კომენტარები ()