imedi /  20 მარტი 2017, 21:46 / სანდო წყარო

ბაღდადში ტერაქტს 23 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. დაიღუპა 23, დაშავდა სულ ცოტა 45 ადამიანი, - წერს Reuters-ი ადგილობრივ პოლიციასა და ექიმებზე დაყრდნობით. 

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე, ერაყის ერთ-ერთ სამხრეთ კვარტალში, სადაც დიდწილად შიიტები ცხოვრობენ.

16 თებერვალს, ბაღდადში ტერაქტს 48 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები ()