imedi /  20 მარტი 2017, 22:22 / სანდო წყარო

სუდანში მომხდარ ავიაკატასტროფაში ყველა მგზავრი გადარჩა

სამხრეთ სუდანში, ქალაქ ვაუს აერეპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს

ავიაკატასტროფა სამხრეთ სუდანში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მაშინ გავრცელდა ხმა, რომ ბორდზე მყოფი 44 მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა. ბრიტანული გამოცემა Independet-ი ავიაკომპანიის გენერალური მენეჯერზე დაყრდნობით იუწყება, რომ მგზავრების ევაკუაცია იქამდე განხორციელდა, ვიდრე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდებოდა. 

სასწრაფო დახმარების თანამშრომელმა სააგენტო Reuters უთხრა, რომ შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

 

კომენტარები ()