imedi /  20 მარტი 2017, 22:45 / სანდო წყარო

ავსტრიის განათლების მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ

ვენა
ავსტრია

ავსტრიის განათლების მინისტრი სონია ჰამერშმიდტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. ქვეყნის პროკურატურის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, - წერს Kronen Zeitung-ი.

გამოძიება ფიქრობს, რომ ჰამერშმიდტი დაკავშირებულია ქვეყნის განვითარების სახელმწიფო ბანკის ფონდებიდან ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიისთვის თანხების გამოყოფაში. გამომძიებლების აზრით, თანხები შეიძლება შესაბამისი ტენდერის გარეშე გაცემულიყო. საქმე ეხება ჰამერშმიდტის ძველ სამსახურს. ის ამ ბანკის ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტს 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა.

თავად მინისტრი მისი მისამართით არსებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. 

პოლიციამ ბანკში ჩხრეკა უკვე ჩაატარა და დოკუმენტები ამოიღო.

კომენტარები ()