imedi /  06 აპრილი 2017, 20:10 / სანდო წყარო

საფრანგეთის პრეზიდენტობის 4 კანდიდატი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა

პარიზი,
საფრანგეთი

საფრანგეთის პრეზიდენტობის ხუთი მთავარი კანდიდატიდან ოთხი, მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ემხრობა, - წერს The Independent-ი.

საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობით, უკანონო პრეპარატების მიღება ერთ წლამდე პატიმრობით ან 3,75 ათასი ევროს მოცულობის ჯარიმით ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კანაბისის მოხმარება აკრძალულია, 17 წლის მოზარდების 47%-ის ის ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. 

მემარცხენე მოძრაობის კანდიდატი ჟან-ჟაკ მელანშონი და სოციალისტი ბენუა ამონი მარიხუანის ლეგალიზებას ემხრობიან; "ნაციონალური ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი მოქმედი კანონის შენარჩუნებას; ემანუელ მაკრონის აზრით, პოლიციამ 100 ევროთი უნდა დააჯარიმოს ისინი, ვისაც უშუალოდ მოწევის დროს გამოიჭერს.        

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები აპრილის ბოლოს და მაისში, ორ ტურად, ტარდება. მასში 11 კანდიდატი მონაწილეობს.

კომენტარები ()