საქართველო

23 მარტი 2017, 21:03

ევროკავშირი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდება

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 28 მარტს ამოქმედდება.

23 მარტი 2017, 21:07

გვარამია: ყარამანიშვილების შეთავაზება ფიქციაა

ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებაზე, „რუსთავი 2“-ის წილების 40% ტელეკომპანიის თანამშრომლებს უსასყიდლოდ გადასცენ, ნიკა გვარამია უარს ამბობს. გვარამიამ ბრიფინგი გამართა და ყარამანიშვილებს კომპანიის წილების საკონტროლო პაკეტის, 51%-ის დათმობა შესთავაზა.

23 მარტი 2017, 20:10

უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა.

23 მარტი 2017, 19:45

კანიბალიზმის საქმეზე დაკავებულ ლუკა ჩიხლაძეს პატიმრობა მიუსაჯეს

"ქრონიკის" ინფორმაციით, გამოძიების მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ლუკა ჩიხლაძეს სასტიკი დანაშაულის შესახებ უყვებიან, რაც ჩიხლაძემ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

23 მარტი 2017, 19:29

იუსტიციის საბჭოს ახალი წევრი შოთა ქადაგიძე გახდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე 6 კანდიდატი იყო წარდგენილი. შოთა ქადაგიძეს მხარი, ფარული კენჭისყრით, 90 დეპუტატმა დაუჭირა.

23 მარტი 2017, 18:40

პატიმრობის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღეს

პენიტენციური სისტემის რეფორმის პაკეტთან ოპოზიციას შენიშვნები არ აქვს. დეპუტატებმა დაგეგმილი ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით განიხილეს და 92 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღეს. იგეგმება გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების შექმნა, ასევე, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ინერგება შინაპატიმრობის სისტემა.

23 მარტი 2017, 17:33

სერგეენკო: მედიკამენტური მკურნალობა სარეიტინგო ქულების მიხედვით დაფინანსდება

"ჯგუფი უკვე განსაზღვრილია. სოციალურად დაუცველი კატეგორიების გარდა ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ჩვენს მოქალაქეებზე", - ამბობს მინისტრი. სერგეენკო შრომის ინსპექციის გაძლიერებაზეც გააკეთა კომენტარი.

23 მარტი 2017, 17:19

ეთნიკური უმცირესობების სტუდენტები საჯარო სექტორში სტაჟირებას გაივლიან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა, ახალგაზრდებმა შეიძინონ სამუშაო გამოცდილება, განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და გამოავლინონ საკუთარი თავი.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}