imedi /  13 აპრილი 2017, 23:44 / სანდო წყარო

პატრიარქს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავს

სააგენტო ipn-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შემადგენლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაქვემდებარებაში გადავიდა.
 
1 აპრილამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი დაცვის შეამდგენლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ექვემდებარებოდა.

26 თებერვალს, პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა. ილია მეორის დაცვის ახალ უფროსად ზურაბ ბუჩუკური დაიშნა.

კომენტარები ()