imedi /  14 აპრილი 2017, 10:47 / სანდო წყარო

მაია რჩეულიშვილს მეუღლის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ

მაია და ვახტანგ
რჩეულიშვილები

"გვითხრეს, რომ მაია რჩეულიშვილს მეუღლის დაკრძალვაზე მისვლის უფლებას მისცემენ. ოფიციალური დასტური ჯერ არ მიგვიღია", - განუცხადა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა.

63 წლის ვახტანგ რჩეულიშვილი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 13 აპრილს გარდაიცვალა.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.

კომენტარები ()