imedi /  15 აპრილი 2017, 12:35 / სანდო წყარო

ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძის განცხადებას ეხმაურება

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში ჯარჯი აქიმიძის განცახებას, რომელიც რუსთავი 2-თან დაკავშირებით გუშინ გამოთქვა, სოციალური ქსელით პასუხობს. "თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ბრძოლა წაგებულია, მაშინ თქვენი ქცევა გამართლებულია და წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცმყოფელი და ისეთი, რაც ჩემი წარმატების შანსს ბევრით არა, მაგრამ მაინც ამცირებს. დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს პირობას შევასრულებ. მაგრამ აქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ალბათ თავი თქვენსგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა. საინტერესოა თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების და ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში?"- წერს ქიბარ ხალვაში Facebook-ის თავის გვერდზე. 

 

 

 

 

ჯარჯი აქიმიძემ გუშინ, ქიბარ ხალვაშის განცხადების გამო გაკვირვება გამოთქვა. “ეს განცხადება თითქოს მოულოდნელი იყო, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კორექტულები ვიყოთ ქიბარ ხალვაშის მიმართ. მით უფრო გაოცებულები ვართ, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით მისი გაღიზიანების უკან შეიძლება სხვა რამე დავინახოთ. კერძოდ, ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ქიბარ ხალვაში ან მთავრობა ამზადებს ნიადაგს, როგორ დაარღვიოს ის პირობა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე ჩვენ მოგვცა. “ - განუცხადა imedinews.ge-ს ჯარჯი აქიმიძემ.

გუშინ, ქიბარ ხალვაშმა არ გამორიცხა, რომ დამფუძნებლებს შორის ზეპირი შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი - განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.

კომენტარები ()