imedi /  15 აპრილი 2017, 17:34 / სანდო წყარო

წმინდა ცეცხლს თბილისში, სავარაუდოდ, 23:30 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ, მას, აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. სავარაუდოდო, ცეცხლს, თელ-ავივიდან თბილისში, სავარაუდოდ, 23:30 საათზე ჩამოიტანენ.  

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს.  

კომენტარები ()