imedi /  16 აპრილი 2017, 00:09 / სანდო წყარო

საქართველოში იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამოიტანეს

საქართველოში იერუსალიმიდან მომლოცველებმა ცეცხლი ჩამოიტანეს. აეროპორტში მათ სასულიერო პირები და მრევლი დახვდნენ. ღვთაებრივი ცეცხლის წაღება სახლში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ამასთან, წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს, ასევე, მიიტანენ საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა. ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:22 საათზე გადმოვიდა. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა. 

კომენტარები ()