imedi /  16 აპრილი 2017, 02:43 / სანდო წყარო

პრეზიდენტი სააღდგომო ლიტურგიას დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს დუშეთში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ოცი საუკუნის წინ მაცხოვარი ჩვენი ცოდვებისთვის ჩავიდა ჯოჯოხეთში და აღდგა იმისათვის, რომ ახალი სიცოცხლე მიეცა კაცობრიობისათვის. ყოველ წელს ჩვენ ვზეიმობთ ბოროტების დამარცხებას სიკეთისა და სიყვარულის მიერ. ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო მილოცვაში.

კომენტარები ()