imedi /  18 აპრილი 2017, 13:25 / სანდო წყარო

კომისია კონსტიტუციიდან, გადასახადებზე რეფერენდუმის მუხლის ამოღებაზე მსჯელობს

საქართველოს კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების ინიციატივით კომისიას სოციალ-დემოკრატებმა და საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვაკო ნაცვლიშვილმა მიმართეს. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მხოლოდ რეფერენდუმით არის შესაძლებელი ახალი გადასახადების შემოღება და ასევე, არსებულის გაზრდა.

როგორც ინიციატორები ამბობენ, მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს არც ერთი განვითარებული ქვეყნის კონსტიტუციაში და გამონაკლისი არც საქართველო უნდა იყოს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს არც მმართველ გუნდში. შეხვედრას საკონსტიუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება.რომელიც ამბობს, რომ საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. არაერთგვაროვანი შეფასებაა ექსპერტებშიც. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.

კომენტარები ()