imedi /  19 აპრილი 2017, 11:35 / სანდო წყარო

ე.წ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დაიწყო

ე.წ ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულების დაკითხვა დაიწყო. საქმე შეეხება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების ეპიზოდს, სადაც სულ ექვსი ბრალდებულია, მათ შორის -კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი. სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზეა. 

ამ წუთებში შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე იკითხება.

სახელმწიფო ბრალდების ვერსიით, 2012 წლის მაისში, შს სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ბრალდებული გამოძიების ვერსიას აbსურდულს უწოდებს და თავს უდანაშაულოდ თვლის. პროცესი დახურულ რეჟიმში მომდინარეობს.

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდების ბოლო მოწმე დაიკითხა 25 იანვარს დაიკითხა. 1 თებერვალს კი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინა.

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სამართალდამცველებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს.

კომენტარები ()