imedi /  19 აპრილი 2017, 14:42 / სანდო წყარო

იბერია TV-მ რადიომაუწყებლობის უფლება ვერ მიიღო

ტელეკომპანია "იბერია"

შპს იბერია TV-მ რადიომაუწყებლობის ლიცენზია ვერ მიიღო. ლიცენზიის მინიჭებაზე უარყოფითი გადაწყვეტილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, კომისიაზე კონკურსანტთა დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა. დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ კომისიამ მიიჩნია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო დოკუმენტაცია არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი, მათ შორის, სამაუწყებლო კონცეფცია არ იყო სათანადოდ შედგენილი, რაც ორივე კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველი გახდა. 

ეროვნულ დონეზე კერძო რადიომაუწყებლობის უზრუნველსაყოფად კონკურსი კომისიამ პირველად გამოაცხადა. ლიცენზიის საფასური 68 161 ლარით და 50 თეთრის ოდენობით იყო განსაზღვრული.

კომენტარები ()