imedi /  19 აპრილი 2017, 16:46 / სანდო წყარო

გიორგი კანდელაკის საფერფლის ადრესატი ვანო ზარდიაშვილი კომენტარს აკეთებს

უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მცირე კომენტარს ipn-თან აკეთებს. 

”ის, თუ რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით - საფერფლის მსროლელი და ის, ვისაც საფერფლე მოხვდა, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში, რა მოხდა” -  განაცხადა დეპუტატმა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატებს ვანო ზარდიაშვილსა და გიორგი კანდელაკს შორის დეპუტატთა ე.წ. სათათბირო ოთახში მოხდა, რა დროსაც კანდელაკმა ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა და ის შემთხვევით ოთარ კახიძეს მოარტყა. 

დღეს ეს უკვე მეორე ინციდენტია პარლამენტში. მანამდე პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანი გიგა ბოკერიას დაუპირისპირდა. კვიციანმა "ევროპული საქართველოს" დეპუტაციის მიმართულებით ჯერ წყალი გადაასხა, შემდეგ კი გიგა ბოკერიას არაკაცი უწოდა.

კომენტარები ()