imedi /  20 აპრილი 2017, 08:48 / სანდო წყარო

აჭარის მთავრობა არასაცხოვრებელი ფართების უსასყიდლოდ გადაცემის აქციას იწყებს

პირს, რომელიც დაადასტურებს, რომ ათ წელზე მეტ ხანს ცხოვრობს მის მიერ დაკავებულ არასაცხოვრებელ ფართობში, აჭარის მთავრობა მას ამ ფართობს უსასყიდლოდ გადასცემს. ინფორმაციას გაზეთი „ბათუმელები“   ავრცელებს.

აჭარის მთავრობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის მიხედვით, მთავრობას დაინტერესებულმა პირმა უნდა წარუდგინოს კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრები და ორი მოწმე, რომლებიც დაადასტურებენ მიწოდებულ ინფორმაციას ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ. ინფორმაცია შეიძლება უბნის რწმუნებულთანაც გადამოწმდეს.

ინიციატივის ავტორი აჭარის მთავრობის თამჯდომარე ზურაბ პატარიძეა. ინიციატივა უმაღლესი საბჭოს ბიურომ უკვე განიხილა და მისი პლენარულ სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები ()