imedi /  20 აპრილი 2017, 09:02 / სანდო წყარო

უცხოელი ტურისტები თუშეთის გზის შესახებ ვიდეოს ავრცელებენ

უცხოელი ტურისტები თუშეთის გზის შესახებ ვიდეოს ავრცელებენ, მასში ნაჩვენებია, როგორი მიმზიდველია გზა რომელიც მთებს შორის გადის და ამასთან რამდენად სახიფათო და რთულია მისი გავლა. ინფორმაციას პორტალი „მთის ამბები“ ავრცელებს.

2013 წელს BBC–მ ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტურისტების დიდ ნაწილს სწორედ თუშეთამდე მისასვლელი ეს ექსტრმალური გზა იზიდავს, თუმცა თუმცა მეორე ნაწილს აფრთხობს კიდეც. ბოლო დროს გზის მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა და ავტოავარიების რაოდენობაც გახშირდა.

თუშეთის გზის მოვლა–პატრონობას 2017 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „გერალი“ ახორციელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას გზის მიმდინარე და პერიოდული სამუშაოებისთვის 1 236 791 ლარს უხდის. შპს „გერალის“ წარმომადგენელი ტარიელ წიკლაური ფშაველი–ომალოს გზის გახსნას 15–20 მაისისთვის ვარაუდობს.

კომენტარები ()