imedi /  20 აპრილი 2017, 13:27 / სანდო წყარო

ცეესკო თანაშრომლებისთვის კომპენსაციის დაწესებას ითხოვს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარალმენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, კომისიის წევრებსა და აპარატის მოხელეებს, შესაძლოა, სახელმწიფოსგან საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ კომპენსაცია დაენიშნოთ. 

კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები კომპენსაციის სახით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი წევრის ხელფასის მესამედს მიიღებენ, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომლები, რომლებსაც 8 წელი კომისიის აპარატში ექნებათ ნამუშევარი.სახელმწიფოსგან კომპენსაციას 65 წლის ასაკის მიღწევისას  ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში მიიღებენ.

კომენტარები ()