imedi /  21 აპრილი 2017, 01:37 / სანდო წყარო

უნგრეთის პრემიერმინისტრს "ქორთიარდ მერიოტთან" აქციით და კონტრაქციით დახვდებიან

უნგრეთის პრემიერმინიტრის დახვედრა

თბილისში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტთან, 12 საათზე ორი პარალელური აქცია გაიმართება.

11  აპრილს უნგრეთის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა უცხოური უნივერსიტეტების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა და ის ძალაში შევიდა. შესაბამისად, "ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" შეიძლება დაიხუროს.

აუდიტორია 115-მა და CEU-ს კურსდამთავრებულებმა აქცია გუშინ დააანონსეს. ისინი უნგრეთის ხელისუფლების მიერ CEU-ს წინააღმდეგ მიღებულ კანონს გააპროტესტებენ.

რაც შეეხება დემონსტრანტთა მეორე ჯგუფს, მათ შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. “ისინი ნაციონალისტები და ანტილიბერალები არიან უნგრეთის სახელმწიფოს "ანტილიბერალური პოლიტიკის მხარდასაჭერად" იკრიბებიან“ - წერს გამოცემა.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი მეუღლესთან და უნგრეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად თბილისში 20 აპრილს ჩამოვიდა.

"ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი" (CEU) ჯორჯ სოროსის ფონდმა პოსტსაბჭოთა ბუდაპეშტში 1991 წელს დააარსა. უნგრეთის პარლამენტმა 3 აპრილს, განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად სოროსის უნივერსიტეტის დახურვა შესაძლებელი გახდა. გავრცელებული მოსაზრებით, ამ მიზნის მიღწევას ორბანის მმართველი პარტია უნგრეთში დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

კომენტარები ()