imedi /  21 აპრილი 2017, 09:12 / სანდო წყარო

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში განიხილავენ

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებები ეხება როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს და ითვალისწინებს ჰუმანურ მიდგომას მომხმარებლის, ხოლო მკაცრ დამოკიდებულებას გამსაღებლის მიმართ.

კანონპროექტით, კანაფისა და მარიხუანის მცირე ოდენობით დამზადების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა უქმდება, ხოლო მოხმარებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 300 ლარამდე მცირდება. თავისუფლების აღკვეთის სასჯელი ასევე უქმდება კანაფის დათესვისთვისაც, თუ მისი წონა დიდ ოდენობას (140 გრამი) არ აღემატება.

ცვლილებებათა  პაკეტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა. ყველა საკანონმდებლო ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.

2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბექა წიქარიშვილის სარჩელი და პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა/შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურად ცნო. 

კომენტარები ()