imedi /  21 აპრილი 2017, 12:33 / სანდო წყარო

ქართველი კაცების უმრავლესობას Mercedes-Benz-ის მარკის მანქანის ყიდვა სურს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა სამსახურმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე, იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტომანქანების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში  კაცების უმრავლესობა უპირატესობას Mercedes-Benz-ის მარკას ანიჭებს, ხოლო ქალები -TOYOTA-ს მარკას.

2016 წლის 7 ფავორიტი მოდელი მსუბუქ ავტომანქანებში გენდერული განაწილების გათვალისწინებით ასე გამოიყურება: ქალების არჩევანი: NISSAN TIIDA, HONDA FIT, TOYOTA PRIUS, TOYOTA VITZ, NISSAN NOTE, MERCEDES-BENZ C  MERCEDES-BENZ E. კაცების არჩევანი კი ასე გამოიყურება: MERCEDES-BENZ E, OPEL ASTRA, MERCEDES-BENZ C, HONDA FIT, NISSAN TIIDA, TOYOTA PRIUS, SUBARU FORESTER

კომენტარები ()