imedi /  21 აპრილი 2017, 13:00 / სანდო წყარო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი ენთუზიაზმით უდგება ევროკავშირის გაფართოებას

ვიქტორ ორბანი
გიორგი კვირიკაშვილი

უნგრეთის პრემიერმინიატრმა ვიქტორ ორბანმა თბილისში ქართველ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესს ემხრობა." ევროკავშირის კარი ყოველთვის უნდა იყოს ღია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს. უვიზო მიმოსვლის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ საქართველოდან ევროპაში ჩასული სტუდენტები გამოიყენებენ ამ თავისუფლებას. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ხორციელდება. უნგრეთი ყოველთვის ენთუზიაზმით უდგება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველო არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა,"- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

მისივე თქმით, უნგრეთი მხარს უჭერს და ყოველთვის დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

უნგრეთის პრემიერი საქართველოს გუშინ ეწვია. ვიქტორ ორბანი მეუღლესთან და მინისტებთან ერთად ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფაგლებში, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები. უნგრეთის პრემიერი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს უკვე შეხვდა. აუდიენციები გაიმართება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

ვიქტორ ორბანი საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრება. უნგრული დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.

კომენტარები ()