imedi /  21 აპრილი 2017, 15:02 / სანდო წყარო

ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სულიერ ლიდერს შეხვდა

„საქართველოში 400-მდე მეჩეთი და ჯამე, სკოლები და გამომცემლობებია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართული კულტურული დაწესებულებები ასევე თავისუფალი არის და იქნება აზერბაიჯანში“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში, კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესთან შეხვედრისას.
კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერ ლიდერთან ერთად შეხვედრას ესწრება მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი, მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე.

უწმინდესის თქმით, იგი მოხარულია, რომ ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის არსებობდა, დღეს ვითარდება და ძლიერდება. 

კომენტარები ()