21 აპრილი 2017, 16:21 / სანდო წყარო

ზაქარია ქუცნაშვილი უახლოეს მომავალში მთავრობაში ცვლილებებს ელოდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს მოლოდინი აქვს, რომ  მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში განხორციელდება. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ქუცნაშვილი თანამდებობებიდან გუბერნატორების შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„პრემიერმინისტრი თავის კაბინეტს პერიოდულად უნდა აახლებდეს და ადამიანებს ადგილს უნდა უცვლიდეთ, რათა სუსტი ადგილები გამოსწორდეს, ხოლო ძლიერი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდეს. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერმინისტრს ასეთი განზრახვა ჰქონდეს. მათ შორის არა მხოლოდ გუბერნატორების, არამედ მთავრობის ზოგიერთი წევრის მიმართაც. მთავრობას, ისევე როგორც პრემიერმინისტრის წარმომადგენლებს და მრჩევლებს განახლება გარკვეული პერიოდულობით სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ გვიან გაზაფხულზე ან ზაფხულში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებები. პრემიერმინისტრს უფლება უნდა ჰქონდეს, რომ წელიწადში სულ მცირე ერთხელ, სამთავრობო შემადგენლობა ნაწილობრივ მაინც განაახლოს იმისათვის, რომ სუსტი ნაწილები გაძლიერდეს“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დღეს თანამდებობა დატოვა ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა. გავრცელებული ინფორმაციით ის მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს, თუმცა რა თანამდებობაზე ჯერჯერობით უცნობია.  

კომენტარები ()