imedi /  21 აპრილი 2017, 17:18 / სანდო წყარო

ფასანაურში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ

ფასანაურში - ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივები ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებენ და გეგმავენ ხელი შეუშალონ მშენებლობას, რადგან მათი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დროს ტყის გაკაფვა იგეგმება, რაც სტიქიის პროცესებს გააუარესებს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მშენებელი კომპანია “ენერგოტრანსი“ დაბის მცხოვრებლების პრეტენზიებს გეოლოგების მიერ გაცემულ დასკვნას უპირისპირებს.

ასეთი აქცია ფასანაურში მშენებლობის დაწყებამდე, 5 აპრილსაც მოეწყო.

კომენტარები ()