imedi /  21 აპრილი 2017, 17:24 / სანდო წყარო

საქართველოს პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის და ნატო-ს მომავალი სამიტის შესახებ ისაუბრეს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის რეგიონში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანას წარმოადგენს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსაც. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, საქართველოზე, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი, სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობაზე.

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები ()