imedi /  21 აპრილი 2017, 17:42 / სანდო წყარო

სასამართლო: სკოლებთან თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა ისევ აკრძალული იქნება. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოქალაქე ხათუნა ფხალაძის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის იმ ნაწილის გაუქმებას მოითხოვდა, რაც რეალიზაციის არეალს განსაზღვრავს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სკოლების მიმდებარედ თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია არასრულწლოვნებში მისი ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის რისკებს შეიცავს.

კომენტარები ()