imedi /  21 აპრილი 2017, 17:46 / სანდო წყარო

The Wall Street Journal-ი თბილისსა და განახლებულ ვორონცოვზე წერს

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal თბილისის შესახებ წერს. ჟურნალისტი ტარა იზაბელ ბარტონი სტატიაში 7 წლის წინანდელ და ამჟამიმდელ თბილისს ერთმანეთს ადარებს. სტატიის ავტორი ამბობს, რომ მისი პირველი ვიზიტი თბილისში 2010 წელს შედგა და ამ პერიოდში ქალაქი მეტად ქაოსური იყო, დღეს კი საქართველოს დედაქალაქი აბსოლუტურად სხვა ქალაქია. 

სტატიაში თბილისის რამდენიმე კაფეზე და ლოკაციაზეა საუბარი. ავტორი მშრალ ხიდსა და განახლებულ აღმაშენებელზეც წერს. „ბოლოს, როდესაც აქ ვიყავი, ქუჩაზე არეულობა იყო, იყო ბევრი განსხვავებული შენობა და საქორწილო კაბების მაღაზია. ახლა ქუჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულებისთვისაა, ახლადშეკეთებული ქვაფენილი კი შემოსაზღვრულია ყვითელყვავილებიანი კალათებითა და ისტორიული ფოტოებით, ასევე ქართული ბრენდისა და ღვინის სარეკლამო ბანერებით",- წერს ავტორი.

კომენტარები ()