imedi /  21 აპრილი 2017, 17:58 / სანდო წყარო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზს მოინახულებს

პავლო კლიმკინი

საქართველოს საგარეო უწყება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მასპინძლობს. 2008 წლის შემდეგ უკრაინის პირველი დიპლომატი საქართველოს პირველად სტუმრობს. პავლო კლიმკინს ამ წუთებში მიხეილ ჯანელიძე ხვდება. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებენ. ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან. პავლო კლიმკინი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიანი ვიზიტით საქართველოს დღეს ესტუმრა.

კომენტარები ()