21 აპრილი 2017, 18:40 / სანდო წყარო

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოში გაიმართება

პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ცნობა იმის შესახებ, რომ „მიმდინარე წლის 4-6 აპრილს ქ. რიგაში (ლატვია), გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა, სადაც ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიის საქართველოში გამართვა გადაწყდა. ზემოაღნიშნულის თაობაზე, მიმდინარე წლის 14 აპრილს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა - ბატონმა ჰიუ ბეილიმ ოფციალური წერილით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს - ბატონ ირაკლი სესიაშვილს აცნობა...“.

დღეს კი პარლამენტში დასახელდა კონკრეტული თარიღი - 26-29 მაისი, რა დროსაც საქართველო 600-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. 

სესიაში საპარლამენტო ასამბლეის 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პლენარულ სხდომაზე სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები ()