imedi /  21 აპრილი 2017, 20:02 / სანდო წყარო

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ კახა ბექაური იქნება

კახა ბექაური

2 მაისს, 17:00 საათზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევნებია დაგეგმილი. ახალი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, კომისიის მოქმედი წევრი კახა ბექაური იქნება.

თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ კომისიის წევრებს ხმის დამთვლელ კომისიაში განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 21 აპრილს, 19:00 საათზე ეწურებოდათ. კომისიის წევრებიდან განაცხადი მხოლოდ კახა ბექაურს აქვს შეტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს თანამდებობზე ყოფნის ვადა 19 მაისს ეწურება. ის სამი წლის ვადით აირჩიეს. თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.
თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის უფლება კომისიის ყველა წევრს აქვს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს ექვსი წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის თავმჯდომარეს კი ირჩევს თავად კომისია. ასევე, სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, სამი წლის ვადით. 

ეროვნული კომუნკაციების კომისიას ხუთი წევრი ჰყავს. ესენი არიან ვახტანგ აბაშიძე, კახა ბექაური, მერაბ ქათამაძე, გიორგი ფრუიძე და ელისო ასანიძე. 

კომენტარები ()