imedi /  06 მაისი 2017, 14:39 / სანდო წყარო

ფშაველი-თუშეთის გზის მონაკვეთის აღდგენას შეიძლება მთის აფეთქება დასჭირდეს

ორ თვეზე მეტია თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია. მიზეზი მეწყერი გახდა, რის გამოც ფშაველი-ომალო-თუშეთის 55-56 კილომეტრზე გადაადგილება შეუძლებელია.

რამდენიმე ასეულ მეტრზე დაგუბებულია წყლის მასა, რომლის გაწმენდაც მძიმე რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდება. საკითხით უკვე დაინტერესდა და ვითარება ადგილზე შეისწავლა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.

ახმეტის გამგებლის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ წყლის დაცლა ნელ-ნელა მოხდება და მისი თქმით, არ არის გამორიცხული მთის აფეთქებაც მოხდეს. გამგებლის მოადგილე ტურისტული სეზონის ჩავარდნას გამორიცხავს და გზის გახსნას თვის ბოლოდან ვარაუდობს.

კომენტარები ()