imedi /  11 მაისი 2017, 14:59 / სანდო წყარო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმაურის ფონზე განიხილავენ

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გორში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

დარბაზში შეკრებილები ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ეს ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარემ პროვოკაციად შეაფასა.

"გუშინ ანალოგიური იაფფასიანი პროვოკაცია გვქონდა სხვა ქალაქში. როდემდე უნდა გააგრძელონ ასეთი იაფფასიანი პროვოკაციები არ ვიცი," - განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით კი, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე პირი მუდმივად ცდილობს საყოველთაო განხილვის პროცესს ხელი შეუშალოს და ჩაშალოს. მან დარბაზში მყოფებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

კომენტარები ()