imedi /  16 მაისი 2017, 13:53 / სანდო წყარო

"დაიცავი კონსტიტუცია" საპროტესტო აქციებს გამართავს

"დაიცავი კონსტიტუციის" შეხვედრა

მოძრაობა ''დაიცავი კონსტიტუციის'' წევრები არ გამორიცხავენ ქვეყნის ძირითადი კანონის დასაცავად საპროტესტო აქციების გზას მიმართონ. ამის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, საქართველოს პარლამენტართა საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადეს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, კონსტიტუციის წარმოდგენილი ვარიანტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რომლებიც აუცილებლად უნდა გასწორდეს. შეხვედრის მონაწილეების უკმაყოფილებას გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის გადაცემა, პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო ბლოკების შექმნის შეზღუდვა იწვევს.

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ''დაიცავი კონსტიტუცია'' უახლოეს დღეებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრაზეც გეგმავს. 

სამოქალაქო მოძრაობა ''დაიცავი კონსტიტუცია''-ს წევრებმა 1 მაისს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელი მოაწერეს საგანგებო დეკლარაციას, რომლის მიხედვით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კონსტიტუციის წარმოდგენილ ვარიანტს უნდობლობას უცხადებს. მიღებულ აქტში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო პარტია მარტო დარჩა კონსტიტუციის ცვლილებათა პროცესში, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი კი მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ასახავს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-საყოველთაო განხილვის პარალელური კამპანიის დაწყება 25 აპრილს დააანონსეს.

კომენტარები ()