imedi /  17 მაისი 2017, 12:06 / სანდო წყარო

თუშეთში ტურისტული სეზონის დაწყება შესაძლოა რამდენიმე კვირით დაგვიანდეს

ომალო, თუშეთი

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური თუშეთში ტურისტული სეზონის რამდენიმე კვირით დაგვიანების შესახებ ლაპარაკობს. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

მისი თქმით, თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია ამ დროისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, თუმცა, გზაზე ერთი მონაკვეთი დამეწყრილია, რომლის გაწმენდასაც კომპანია დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს. 

"ჩვენ გავდივართ კონსულტაციებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მათი დახმარებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს დამეწყრილი მონაკვეთის გაწმენდა. ადგილზე დაგუბებულია წყლის დიდი მასა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს. გზის აღდგენამდე კი ადგილობრივებს, რომელთაც თუშეთთან კონტაქტი სჭირდებათ, ვერტმფრენი კვლავ მოემსახურებათ", - განაცხადა ახმეტის გამგებელმა. 

კომენტარები ()