imedi /  19 მაისი 2017, 11:05 / სანდო წყარო

ვიქტორ დოლიძე გამგებლებთან და მერებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს

შეხვედრა კაჭრეთში

რას ნიშნავს საქართველოსთვის შენეგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება და რა არის საჭირო ამ უფლებით სარგებლობისთვის- ინფორმაციას დაწვრილებით მალე აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა გაეცნობა. ამ მიზნით ევროპულ და ევროატოანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კაჭრეთში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ხვდება. ვიქტორ დოლიძე მათ დეტალურ ინფორმაციას აწვდის იმ პროცედურებზე, რომელიც აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით.

მინისტრი ასევე გამგებლებსა და მერებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრება."ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მსგავსი დისკუსიები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ რუსულ პროპაგანდას, რუსულ ფულს, რუსულ თემას, რითაც ისინი ინტეგრაციული პროცესების წინააღმდეგ იბრძვიან, სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ანტიპროპაგანდით ვუპირისპირდებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირებული თემა"-განაცხადა ვიქტირ დოლიძემ. მომდევნი მსგავსი შეხვედრა წყალტუბოში გაიმართება.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. ევროპასთან უვიზო მიმოსვლას ხელი 1 მარტს მოეწერა. 8 მარტს გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

ვიქტორ დოლიძე

კომენტარები ()