imedi /  19 მაისი 2017, 11:38 / სანდო წყარო

დავით დონდუა ჰერბერტ ზალბერს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერს დღეს შეხვდება.

ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დავით დონდუა უკვე შეხვდა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ იანოშ ჰერმანს. "ევროკავშირი არ ცნობს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. წარმოვადგენ ევროკავშირს და ვახმოვანებ ევროკავშირის პოზიციას", - განმარტა იანოშ ჰერმანმა.

ჰერბერტ ზალბერის მილოცვას ფედერიკა მოგერინის აპარატიც გამოეხმაურა.

ჰერბერტ ზალბერი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა. მომხდარს შესაძლოა მისი პროცესიდან ჩამოშორება მოჰყვეს. თბილისი ბრიუსელისგან რეაგირებას ელის.

ჰერბერტ ზალბერი ცხინვალის შემდეგ სოხუმს სტუმრობს.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 20-21 მაისს გაიმართება.

კომენტარები ()