imedi /  19 ივნისი 2017, 11:23 / სანდო წყარო

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევა სავალდებულო იქნება

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტი უკვე შემუშავებულია. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროს კოტე სულამანიძეზე დაყრდნობით, Commersant აცხადებს.

სულამანიძის ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

„ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მართვას ახდენენ, კერძოდ, ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სტადიონები, კინოთეატრები და ა.შ., ვალდებული იქნებიან, რომ თავისი ადგილი დააზღვიონ. რადგან თუ ამ ობიექტზე რამე მოხდება ისეთი, რაც მათი ბრალეულობით არის გამოწვეული და ზიანი მიადგებათ იმ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს, ქონების თუ ჯანმრთელობის დაზიანების სახით, ორგანიზატორი დაცული იყოს, რომ ჩივილის შემთხვევაში თანხების გადახდა მას არ მოუწიოს. ასევე, თავის მხრივ მომხმარებელიც დაცული იყოს და რა ზიანიც მიადგა, აუნაზღაურდეს“, - აცახდებს კოტე სულამანიძე.

მისივე თქმით, იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც ვალდებულნი იქნებიან სადაზღვევო პოლისი შეიძინონ, მთავრობა დაადგენს.

კოტე სულამანიძეს თქმით, მსგავსი სავალდებულო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებდნენ.

კომენტარები ()