Imedi /  19 ივნისი 2017, 18:38 / სანდო წყარო

იმერეთის რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება შეეზღუდება

"გაზის ტრანსპორტირების კომპანის" ინფორმაციით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალურ გაზსადენზე გამოვლენილი დაზიანების აღმოფხვრის მიზნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

20 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება: ზესტაფონში, ხარაგაულში და რამდენიმე სოფელში: ზედა საქარა, ქვედა საქარა, შოროპანი, მარტოს უბანი, ცხრაწყარო, კვალითი, თვინი, გაღმა ბოსლევი, ბეღლევის უბანი.

"გაზის ტრანსპორტირების კომპანია" მომხმარებელს დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.

კომენტარები ()